მბაპე: "გუნდის ლიდერი ნეიმარია"

7-10-2018, 20:43

ფრანგული "პსჟს" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"სეზონი გრძელი იქნება, თუმცა, ჩვენ საკმაოდ დიდი ამბიციები გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ ახალი ისტორია დავწეროთ."

"ვფიქრობ, გუნდის ლიდერი ნეიმარია. მისი როლი "პსჟში" უბრალოდ ძალიან დიდია." - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც ნეიმარი, ასევე მბაპე ფრანგულმა გუნდმა 2017 წლის ზაფხულში დაიმატა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით