ანრი და ტერი ერთად იმუშავებენ

7-10-2018, 21:26

ინგლისის პრემიერლიგის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, ტიერი ანრიმ და ჯონ ტერიმ შესაძლოა ერთად იმუშაონ.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, "ასტონ ვილა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულ თავდამსხმელ, ტიერი ანრის განიხილავს.

ფრანგმა სპეციალისტმა სამწრვთნელო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და იგი 2016 წლის შემდგომ ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფშია. ახლა კი შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტზეც ვიხილოთ.

წყაროს ცნობით კი ანრის თავის თანაშემწედ "ჩელსის" ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი სურს. ინგლისელი მცველი უკანასკნელად სწორედ "ასტონ ვილაში" თამაშობდა და შესაბამისად, ის გუნდს კარგად იცნობს. დიდი ალბათობით, ბირმინგემულ კლუბს სწორედ ისინი ჩაიბარებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით