აგენტი: "ინგლისი არ განიხილება, ხოლო იტალია რეალური ვარიანტია"

7-10-2018, 23:57

მადრიდის "რეალის" ყოფილი თავკაცის  ზინედინ ზიდანის აგენტმა, ალან მილიაჩომ, თავისი კლიენტის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ზიდანმა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიო შეცვალოს. ასევე ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა "იუვენტუსის" სადავეები აიღოს ხელთ. მილიაჩომ კი გარკვევით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ზიდანს შესვენება აქვს აღებული და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

"არამგონია, რომ ზიდანმა ინგლისში იმუშაოს, რადგან ბრიტანული ფეხბურთსა და მის ფილოსოფიას შორის კონტრასტული  განსხვავებაა. მასთან ეს თემა განვიხილეთ, მაგრამ ზინედინს ინგლისი არ ხიბლავს. მან ერთ წლიანი შესვენება აიღო და თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის".

"რაც შეეხება მომავალში მის "იუვენტუსში" დაბრუნებას, ეს სავსებით რეალურია. მას სურს დაეხმაროს კიდევ ერთ კლუბს, რომელსაც მის გულში ადგილი უჭირავს", - განმარტა მილიაჩომ.

ზიდანი ტურინის "იუვენტუსის"  მაისურით 1996-2001 წლებში გამოდიოდა და ამ კლუბთან შესანიშნავი მოგონებები აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით