იგუაინი: "სუსო ყველანაირ პირობას გიქმნის, რომ ეს გააკეთო"

7-10-2018, 23:43

"კიევოსთან" ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩის გმირმა, დუბლის ავტორმა გონსალო იგუაინმა "მილანზე" და მატჩის მეორე გმირ სუსოზე ისაუბრა, რომელმაც დღეს სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

"თავს უკვე "როსონერის" ნაწილად ვგრძნობ, რადგან მე გავხდი იმ ფანტასტიკური ჯგუფის წევრი, რომელიც აქ მუშაობს. ამის შეგრძნება და ამით ცხოვრება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა", - ციტირებს "Sky Sport Italia" არგენტინელის სიტყვებს.

"ჩვენ გვქონდა ცოტა ცუდი დასაწყისი, მაგრამ ახლა სწორ გზაზე ვართ და არ უნდა შევწყვიტოთ ეს ტემპი. "მილანმა" აქ მოსვლამდე მომცა ნდობა და მხარდაჭერა, ჩემი გოლები კი ამ ყველაფრის პასუხია".

"სუსო? როცა სხვა გუნდებში ვთამაშოდი, ყოველთვის ვუყურებდი მის თამაშს. როცა სუსო თავს წევს, აკეთებს უმაღლესი დონის პასს, შენ მხოლოდ გოლის გატანა გევალება. მისი მეორე ასისტი დღევნადელ მატჩში უბრალოდ შედევრი იყო"
, - აღნიშნა გონსალომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით