კილიან მბაპემ 13 წუთში 4 გოლი გაიტანა

8-10-2018, 07:08

ლიგა 1-ის მე-9 ტურში "პსჟ" "ლიონს" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა (5:0). საგულისხმოა, რომ "პარკ დე ფრანსის" ბინადრების რიგებში 19 წლის კილიან მბაპემ გაიბრწყინა. 

ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონმა მეტოქეს 13 წუთში 4 გოლი გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატში რეკორდი მოხსა. ბოლო 45 წლის განმავლობაში ამ ასაკის მოთამაშეს პოკერი აღნიშნულ ლიგაში არ შეუსრულებია. 

საგულისხმოა, რომ "პსჟ" 9 ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ ლიდერობს ლიგა 1-ს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით