პირველი 5 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც ოქროს ბურთზეა ნომინირებული, ცნობილია

8-10-2018, 12:43

გავლენიანმა გამოცემა France Football-მა პირველი 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც 2018 წლის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზეა ნომინირებული.

პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის პირველები ნომინირებული სერხიო აგუერო, გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა, ალისონ ბეკერი და ედინსონ კავანი არიან.

ბეილისა და ბენზემას დამსახურება 2018 წელს მადრიდის "რეალისთვის" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში წვილილის შეტენაა. ორივე მათგანმა ფინალში "ლივერპულის" კარის აღება მოახერხა.

რაც შეეხება დანარჩენ მოთამაშეებს, მათ ძირითადად ადგილი თავისი სტაბილურობის გამო მოიპოვეს საუკეთესოთა შორის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით