მბაპემ ოქროს ბურთის მოგებაზე ისაუბრა

8-10-2018, 11:49

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა კილიან მბაპემ საკუთარ სეზონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქროს ბურთის მოგებაზე უარს არ იტყოდა.

"ნაკრებსა და კლუბში ყველაფერი რიგზეა, ძალიან კარგად ვთამაშობთ და ჩვენი მიზანია ყველა არსებული ტურნირი მოვიგოთ, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ".

"რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თამაშს, მსურს კიდევ უფრო მეტს მივაღწიო და განვვითარდე. ოქროს ბურთს თუ მოვიგებ, ეს მხოლოდ გამახარებს", - განაცხადა მბაპემ.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ჩემპიონატის წინა ტურში "ლიონს" 4 გოლი გაუტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით