შესაძლოა უსმან დემბელემ "ბარსელონა" დატოვოს

8-10-2018, 13:12

გავრცელდა ინფრომაცია, რომ შესაძლოა უსმან დემბელემ "ბარსელონა" დატოვოს, რადგან მას და ლიონელ მესის მოედანზე ერთად თამაში არ გამოსდით, - ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.

მის შემცვლელად "პსჟ-ს"  შუახაზელი დრიენ რაბიო მოისაზრება. ასევე ჩვენთვის ცნობილია,რომ , პარიზულ კლუბში რაბიოს იდეალური სიტუაცია არ აქვს და კლუბის დატოვებას აქტიურად განიხილავს.

დემბელე კატალონიაში 2017 წელს დორტმუნდის ბორუსიიდან $115 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე შეგახსენებთ,რომ დემბელე 2018 წლის ზაფხულში საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით