მაურო იკარდის მორიგი მიღწევა

8-10-2018, 13:23

მოგეხსენებთ,რომ გუშინ იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში "ინტერმა" "სპალი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
 
გუშინდელ შეხვედრაში არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდი დუბლით გამოირჩა. ეს ორი გოლი სერია ა-ში მისთვის 102-ე და 103-ე გამოდგა.
 
იგი "ინტერში" სერია ა-ში გატანილი გოლების რაოდენობით კრისტიან ვიერის გაუთანაბრდა და ამჟამად იტალიის ჩემპიონატში "ინტერის" ბომბარდირთა სიაში ვიერისთან ერთად მე-9 ადგილს იყოფს.
 
"ინტერის"საუკეთესო ბომბარდირი სერია ა-ში 198 გოლით  ჯუზეპე მეაცაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით