რონალდუ "გამპატიურებელი" - ახალი სკანდალი!

8-10-2018, 17:23

"The Sun"-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ სკანდალში გაეხვა. როგორც ირკვევა, კეტრინ მაიორგას შემდეგ, მას კიდევ ერთი ქალი სდებს ბრალს გაუპატიურებაში. 

ამერიკელი მაიორგას ადვოკატი ირწმუნება, რომ მან შეტყობინება მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ კრიშტიანუს მსგავსი საქციელი პირველი არ იყო. თავის მხრივ 33 წლის ვარსკვლავი ყველა ბრალდებას უარყოფს და სკანდალში გახვევას ფლორენტინო პერესს აბრალებს. 

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მაიორგა 2009 წელს ლას ვეგასში გაიცნო. გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო კეტრინს სოლიდური თანხა აქვს აღებული დუმილის სანაცვლოდ. ვის მიემხრობა მოსამართლე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით