ოფიციალურად: კაშიას "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

8-10-2018, 17:36

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსეს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობას არგენტინელი, მატიას ალმეიდა ჩაიბარებს. 

საგულისხმოა, რომ მან საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა. ის წლების განმავლობაში "სევილიას", "ლაციოსა" და მილანის "ინტერში" ირიცხებოდა. სამწვრთნელო კარიერის უდიდესი ნაწილი "რივერ პლეიტსა" და "ბანფილდში" გაატარა. 

შეგახსენებთ, "სან ხოსე" MLS-ში ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს. ჩვენებურები გუნდში ლიდერები არიან და უმეტეს შეხვედრაში 90 წუთი ასპარეზობენ.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით