ფირმინიომ ნეიმრი ჩამოიტოვა

4-01-2019, 14:34

"Samba Gold"-მა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე 2018 წლის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელები გამოარჩია და საუკეთესოთა სამეულიც დაასახელა.

აღნიშული გამოცემის ვერსიით, გასული წლის ნომერ პირველ ფეხბურთელად ბრაზილიის ნაკრებისა და "ლივერპულის" შემტევი რობერტო ფირმინო დასახელდა.

მეორე ადგილი მადრიდის "რეალის" ფლანგის მცველმა, მარსელომ დაიკავა, მე-3-ზე კი ყველასთვის მოულოდნელად "პსჟ"-ს ლიდერი ნეიმარი გავიდა.

ცნობისთვის, "Samba Gold"-ის ფავორიტმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ისე კი მას "ლივერპულის" მაისურით 172 შეხვედრა აქვს ჩატარებული და - 60 გატანილი გოლი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით