5 მწვრთნელი, რომლებმაც შესაძლოა "ბაიერნში" კოვაჩი ჩაანაცვლოს

8-10-2018, 21:23

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს წყალი შეუდგა და მოსალოდნელია, რომ მალე "რეკორდმაისტერის" დამრიგებელი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

გერმანულ პრესაში უკვე გაიჟღერა იმ ადამიანების გვარებმა, ვინც შესაძლოა ხორვატი სპეციალისტი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩაანაცვლოს.

სიაში პირველ ადგილს ზინედინ ზიდანი იკავებს, ხოლო სხვა კანდიდატები  არსენ ვენგერი, ანტონიო კონტე, ლორან ბლანი და რალფ ჰაზენჰიუტლი არიან.

ნიკო კოვაჩმა გერმანული ფეხბურთის გრანდი გასულ ზაფხულს ჩაიბარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით