ორი ქართველი ტურის სიმბოლურში

8-10-2018, 22:55

პოლონეთის მე-11 ტურში, ქართველები ლაშა დვალი და ლუკა ზარანდია გამოარჩიეს.

ეკსტრაკლასას ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები სადაც ორი ქართველი მოხვდა.
 
ლაშა დვალის “პოგონმა“ 4:0 გაანადგურა “ვისლა“, აღსანიშნავია, რომ  ლაშა დვალი ამ სეზონში პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. 

რაც შეეხება, ლუკა ზარანდიას, მისმა კლუბმა 3:1 მოუგო “ზაგლებიეს“, სტუმართა კარში მესამე გოლი სწორედ ქართველის აქტიურობას მოჰყვა, ლუკა ზარანდიამ საგოლე პასი მიითვალა და უკვე ამ სეზონში მესამედ მოხვდა ტურის სიმბულურ ნაკრებში.

როგორც, იცით ლუკა ზარანდია ნაკრებში არის გამოძახებული.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით