საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

8-10-2018, 23:32

დღეს,  ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 15 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა.

ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა ჯანო ანანიძე, რომელიც ტრავმის გამო ვერ თამაშობდა.


დღევანდელ ვარჯიშზე კი ამ 15-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა : 

მეკარეები

გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები

ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელი


ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით