ტუხელი: "ის შესანიშნავია, ხოლო ერთად კი საშიშები არიან"

8-10-2018, 23:48

„პსჟ“-მ ლიგა ერთში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს „ლიონს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. მატჩის გმირი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც პოკერის შესრულება შეძლო. 

შეხვედრს შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე პარიზელების თავკაცმა, ტომას ტუხელმა მბაპეს შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ის ბევრს მუშაობს გუნდზე, საკუთარ თავზე და ტაქტიკურადაც. მან ოთხი გოლის სახით თავისი ჯილდო მიიღო, თუმცა ხუთის, ექვსის, ან შვიდის გატანაც შეეძლო".

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მას თავდაჯერებულობა არ დაუკარგავს, ის შესანიშნავი იყო. ნეიმართან ერთად კი მთელი დროის მანძილზე ძალიან სახიფათოები იყვნენ".

"არის თუ არა მათი დუეტი დღეს საუკეთესო? ასე ვიტყვი, ნეიმარი-მბაპეს დუეტი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა არ დაგავიწყდეთ კავანი და დი მარია, ასევე სხვა მოთამაშეებიც",-ციტრებს ტუხელს  L'EQUIP






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველია: "რუსეთის ნაკრებში თამაშს მთავაზობდნენ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით