ბუფონი: "კარიერას ალბათ გაისად დავამთავრებ"

9-10-2018, 10:34

"პარი სენ-ჟერმენის" 40 წლის იტალიელი მეკარე, ჯიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აანონსებს.

"ბოლო წლებში მივხვდი, რომ სისულელეა საკუთარი თავისთვის რაღაც ზღვრის დაწესება, თანაც ჩემ ცხოვრება წნასწარ არასდროს დამგეგმავს".

"32 წლისა ვფიქრობდი, რომ 35 წლის ასაკში კარიერერის დასრულებისთვის მზად ვქნებოდი, შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი 38 წლამდე გადამედო. 38-სამ 40 წლამდე "გაძლება" მოვინდომე".

"დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის დავამთავრებ კარიერას. შესაძლოა, ეს  ერთ წელში მოხდეს, შეიძლება 10 წელიწადში. იმ ემოციებს, რომელსაც მინდორზე და გასახდელში ვიღებ, სხვაგან ვერსად მივიღებ და ძალიან მენანება ამ ყველაფერთან დამშვიდობება. თუმცა, როცა ვიგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია აუცილებლად წავალ".

"ერთხელაც ფეხბურთიდან წასვლა მომიწევს. თუმცა, ვიცი, რომ ამისათვის ყველანაირად მზად ვიქნები", - ციტირებს ბუფონმს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით