იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ჯამპიერო ვენტურა სერია ა-ში გააგრძელებს მუშაობას. როგორც გაირკვა, მან შეთანხმებას "კიევოს" წარმომადგენლებთან უკვე მიაღწია.
მისი წარდგენა 10 ოქტომბერსაა ჩანიშნული. აპენინელი სპეციალისტი დანას ჩაანაცვლებს, რომელმაც საშინელი შედეგი დადო. ვერონელებს 1 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ვენტურამ "სკუადრა აძურასთან" ერთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზა და შვედეთთან დამარცხდა.
-
|
-
|