კოვაჩის დრო იწურება? - "ბაიერნში" სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავენ

9-10-2018, 13:58

გასაკვირი, არ არის, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის ახალი თავკაცის, ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილი არ არის და მის შეცვლაზე უკვე ფიქრობენ.

"Bild"-ის ინფორმაციით, გერმანელები სამ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. მათი ინტერესთა სფეროში ისეთი სპეციალისტები ფიგურირებენ, როგორებიც ზინედინ ზიდანი, ლორან ბლანი და არსენ ვენგერი არიან.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ "ბაიერნს" კიდევ ერთი უქმად მყოფი მწვრთნელი, იტალიელი ანტონიო კონტე დაუკავშირა.

შეგახსენებთ, კოვაჩის გუნდს ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ ოთხი მატჩია არ მოუგია. "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ამ მომენტისთვის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით