კარვახალი: "ნეიმარი გადმოსვლას შეგვპირდა"

9-10-2018, 19:33

მადრიდის "რეალს" რომ ნეიმარ ჯუნიორის დამატება სურს, ეს ამბავი არახალია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც "სამეფო კლუბის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დანი კარვახალმა განაცხადა, ნეიმარს მადრიდში სურს თამაში.

"მახსოვს ახალგაზრდულ გუნდში თამაშისას მე მას შევხვდი. ნეიმარმა მითხრა, რომ "რეალში" თამაში მისი ოცნებაა." - განაცხადა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "პსჟს" 2017 წელს შეუერთდა. მას შემდგომ კი მადრიდული გრანდი აქტიურად ცდილობს ბრაზილიელის დამატებას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რეალური ტრანსფერი, ჩაკვეტაძე იტალიაში გადადის?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით