დიბალა: "მიხრია, რომ გატუზო ფეხებში არ ჩამარტყამს"

9-11-2018, 20:42

თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ "იუვენტუსის" შემტევმა პაოლო დიბალამ იტალიის თასის ფინალამდე განაცხადა, რომ თუ "მილანი" ამ ფინალს მოიგებდა, მზად იყო თმები გადაეპარსა.

მაშინ ამ განცხადებას "როსონერის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ დაახლოვებით მსგავსი მუქარითვე უპასუხა: თუ "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კვერცხებს მოვიჭრიო.

როგორც ჩანს, დიბალასა და გატუზოს შორის თვეების წინ დაწყებული დუელი ამჯერადაც გრძელდება. 

მოგეხსენებთ, ხვალ "მილანი" იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ბებერ ქალბატონებს" უმასპინძლებს. ამ მატჩამდე ტურინელთა არგენტინელმა ფეხბურთელმა შემდეგი რამ თქვა: "მოუთმენლად ველი კიდევ ერთხელ შეხვედრას რინოსთან, თუმცა მიხარია ის, რომ მოედანზე არ იქნება და ფეხებში არ ჩამარტყამს".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით