ბუფონი: "თამაშს 50 წლის ასაკამდე ვაპირებ"

10-10-2018, 12:15

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა და "პსჟ"-ს ამჯამინდელიმა კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის დასრულების შესახებ უცნაური განცხადება გააკეთა.

როგორც იტალიელი მეკარე აცხადებდა, იგი მსოფლიო 2018-ზე მიიღებდა მონაწილეობას და შემდეგ ჩამოკიდებდა ხელთათმანებს ლურსმანზე. თუმცა არ გაუმართლა და მუნდიალზე მისი ნაკრები ვერ გავიდა. გარდა ამისა, "იუვენტუსიც" იმ მოტივით დატოვა, რომ კარიერას ასრულებდა, თუმცა პარიზში მოინდომა თამაშს გაგრძელება.

გუშინ ჯიჯიმ ვრცლად ისაუბრა არაერთ თემაზე. მათ შორის ისიც ახსენა, რომ კარიერის დასრულება კარგახნით გადაიფიქრა.

"შესაძლოა 50 წლამდეც კი ვითამაშო", - აცხადებს ბუფონი. თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ ჯიჯი კიდევ 9-10 სეზონს ითამაშებს. შეძლებს მონაწილეობა მიიღოს კიდევ ორ მუნდიალზე და 3 ევროპის ჩემპიონატზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით