ხამეს როდრიგესი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს

10-10-2018, 14:07

გერმანულ და იტალიურ მედიებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" მომავალი გენერალური და ამჟამად სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი თავის ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველივე შენაძენს მნიშნელოვანს განახორციელებს.

კლუბს ნახევარმცველი სჭირდება, პაულ პოგბასთან საქმე ჭიანურდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი "ოლდ ტრაფორდზე" თავს კომფორტულად არ გრძნობს. მილინკოვიც სავიჩს ძალიან ძვირს აფასებენ, ტურინელებს კი ფინანსური ფაერ ფლეის ეშინიათ, ამიტომაც პარატიჩიმ გამოსავალს მიაგნო.

ფაბიო შეეცდება მენდეშს დაუკავშირდეს, რათა ხამეს როდრიგესის თაობაზე დაელაპარაკოს. როგორც ცნობილი ხდება ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 60 მილიანი ევრო იქნება.

თუ ყველაფერი "ბიანკონერის" გეგმის მიხედვით წავიდა, "ბებერი ქალბატონი" მოგებაში დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით