ლიოვმა კლოპის კრიტიკას უპასუხა

10-10-2018, 16:32

რამდენიმე დღის წინ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უეფას ტურნირი ერთა ლიგა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს გათამაშება სრული სისულელეა.

თანამემამულის კრიტიკას გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა უპასუხა.

"ჩემთვის, როგორც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ერთა ლიგა ძალიან საინტერესო ტურნირია."

"ამ გათამაშებაში ჩვენ თანაბარი დონის გუნდებს ვეთამაშებით. გარდა ამისა, შედარებით სუსტ ნაკრებებს შანსი ეძლევათ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრის. შესაბამისად, იურგენის განცხადება ცოტა ალოგიკურია." - განაცხადა ლიოვმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით