მორატა: "მართალია, აზარს "რელაში" წასვლა უნდა, მაგრამ ეს კლასკურ შემთხვევა არაა"

10-10-2018, 20:29

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლონდონის "ჩელსის" შემტევმა  ედენ აზარმა განაცხადა, რომ ბავშვობდან "რეალში" თამაშზე ოცნებობს, ამ კლუბს მსოფლოში საუკეთესოდ თვლის და ახლაც, მადრიდში გადაბარგება მისი დიდი სურვილია.

აზარის აღნიშულ განცხადებას მისი თანაგუნდელი ალვარო მორატა გამოეხმაურა.

"ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ედენს "რეალი" ძალიან უყვარს. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს გუნდის დატოვება ნებისმიერ შემთხვევაში სურს. მას წასვლა არ უნდა, მაგრამ თუ ასპარეზზე "რეალი" გამოჩნდება და აზარისთვის ბრძოლას მოინდომებს,  მას პრობლემა არ ექნება და დაუფიქრებლად წავა".

"იგი თავს ძალიან კარგად გრძნობს და  შესანიშნავ ფორმაშია. "ჩელსში" ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს".

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდა.“ - ციტირებს მორატას Marca.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით