ბონუჩი: "ალეგრი საუკეთესო მწრთვნელია და მიხარია, რომ მასთან დავბრუნდი"

10-10-2018, 20:38

ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მისი დიდი სურვილია მწვრთნელი გახდეს და "ბიანკონერის" გაუძღვეს.

"ჩემი მიზანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის დაწყებაა, ამისთვის დარწმუნებით შემლია ვთქვა, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ".

"იუვენტუსის" მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა. სწორედ აქ შევხვდი რამდენიმე საოცარ სპეციალისტს, რომელთაგანაც უამრავი რამ ვისწავლე".

"ალეგრი ჭკვიანი კაცია და იცის როგორ უხელმძღვანელოს კლუბს, ის დიდებული ტაქტიკოსია.  მართალია ჩვენს შორის კონფლიქტი იყო და დიახ, ხანდახან ფეხბურთში არის დაძაბული მომენტები, თუმცა ჭკვიანი და ზრდასრული ადამიანები, ერთმანეთს ხელს ართმევენ და აგრძელებენ მუშაობასა და  საერთო მიზნისკენ ბრძოლას".

"ბიანკონერის" დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო და ეს ცხელ გულზე გავაკეთე. გამოცდილებამ მასწავლა, რომ გაბრაზებულზე ზოგჯერ ცუდად ვიქცევით და შეცდომებს ვუშვებთ. გამიმართლა, რომ აქ დაბრუნება შევძელი და გავაცნობიერე, რომ "იუვენტუსი" ჩემი ოჯახია" -ციტირებს ბონუჩის Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით