შევჩენკო: "გატუზო არ არის მხოლოდ კარგი მოტივატორი"

10-10-2018, 20:48

უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა და „მილანის“ ექს-ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ პრესასთან "როსონერისა" და აღნიშნული კლუბის თავკაცის, გატუზოს შესახებ კომენტარი გააკეთა.

"გატუზომ ნამდვილად დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ საუკეთესო მოტივატორი, არამედ კარგი მწვრთნელია, რომელსაც გუნდის გარდაქმნა შეუძლია".

"მილანთან" დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ძველ დიდებას დაიბრუნებს, ამ მომენტს სულმოუთმენლად ველოდები".

"იგუაინი სულ უფრო და უფრო მაოცებს, ის უბრალოდ არ აპირებს, რომ გოლების გატანა შეწყვიტოს. უბრალოდ გასაოცარი და დიდი ბედნერებაა, როდესაც გუნდს ასეთი დონის თავდამსხმელი ჰგყავს", - ციტირებს შევჩენკოს Football Italia.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შესანიშნავი სიახლე - რა ეღირსა ხაშურს და ქართულ ფეხბურთს?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით