2018-2019 წლების სეზონში ლა ლიგა გულშემატკივრებს სენსაციებს სთავაზობს. 8 ტურის შემდეგ, ესპანური გრანდები, "ბარსელონა" და "რეალი", ქულების უჩვეულო რაოდენობით იწონებენ თავს.
ყველასთვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე, 16 ქულით, "სევილია" იმყოფება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს "ბლაუგრანა" და "ატლეტიკო" ინაწილებენ 15-15 ქულით. "ლოს ბლანკოსსა" და "ესპანიოლს" კი, 14 ქულა აქვთ (მე-4, მე-5 ადგილი).
კატალონიელებმა ბოლო 4 ტურში 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. ხულენ ლოპეტეგის ბიჭებმა კი, ერთი. "სევილია", ჯერჯერობით, ლიდერია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წარმატების იარაღი ანდრე სილვა აღმოჩნდა, რომელიც "მილანიდან" შეუერთდა გუნდს.
საგულისხმოა, რომ მე-9 ტურში პირველ და მეორე ადგილებზე მყოფების ჯახი შედგება, რომელიც "კამპ ნოუზე", 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. "ბერნაბეუს" ბინადრები "ლევანტეს" გარეთ ბეილისა და ქარიმ ბენზემას გარეშე უმასპინძლებენ.
-
|
-
|