ბუფონი: "მე მათ იქაური ატმოსფეროს გამო გამოვარჩევ"

11-10-2018, 11:13

"პარი სენ-ჟერმენის" იტალიემა გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა მედიასთან საუბრისას 3 საუკეთესო არენა დაასახელა

"დღესდღეობით დიდებული სტადიონები ბევრია, თუმცა ახლა, იქ მოქმედი ატმოსფეროსა და გულშემატკივართა აქტიურობის მიხედვით, მხოლოდ 3-ს გამოვარჩევ".

"რა თქმა უნდა, პრველ რიგში, "ლივერპულის" არენა ენფილდის დავაყენებ, ასევე სიაში შევიყვან "რეინჯერსის" არენას და  სტამბულში "ფენერბაჰჩეს" სტადიონს".

"ყოველთვს, როცა ამ სტადიონებზე მითამაშია, ზღვა ემოციებს და მოტივაციას ვღებდი", - ციტირებს ბუფონს Football Italia.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ცხადაძემ ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით