ვაკანტური ადგილები მწრთვნელთათვის

11-10-2018, 11:36

გაცლენიანი ესპანური გამოცემა Marca იმ მწვრთნელების ჩამონათვალს აქვეყვენს, რომლებიც ამჟამად არც ერთ კლუბს არ უძღვებიან.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერმა", "რეალმა" და "ბაიერნიმ" 2018-2019 წლების სეზონის სტარტი საშინლად აიღეს და ვარაუდობენ, რომ მათ მწვრთნელებს მალე შეცვლიან.

ამჟამად, ზინედინ ზიდანი თავისუფალია და მას  ყველაზე ხშირად "მანჩესტერს" უკავშირებენ.

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი სპეციალისტი ანტონიო კონტე ამ ეტაპისთვის საერთოდ არ ჩანს და არც ისაა ცნობლი, რომელიმე გუნდი თუა მისით დაინტერესებული.

ამჟამად, "არსენალის" ყოფილი თავკაცი არსენ ვენგერი ისვენებს და ისიც არც ერთი კლუბისთვის არ დაუკავშირებიათ.

ასევე, 2016 წლის შემდეგ ლოურენ ბლანი არსად არ დასაქმებულა. "სევილიასა" და "მოლანის" ყოფილი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელაც თავისუფალია.

ევროპულ გრანდებში ცვლილებები იგეგმება და ვნახოთ თუ ვინ სად აიღებს მართვის სადავეებს ხელში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გადავა ჩაკვეტაძე "ბარსელონაში" და მერე..."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით