არდა თურანმა თურქი მომღერალი ცემა

11-10-2018, 16:51

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, არდა თურანმა, რომელიც ამჟამად, სამშობლოში ასპარეზობს, ღამის კლუბში თურქ მომღერალს, ბერკაია შაჰინს სცემა.

როგორც ირკვევა, ნახევარმცველი მომღერლის მეუღლეს, ოზლემ ასეს აწუხებდა და ეუბნებოდა, დაქორწინებული რომ არ ყოფილიყო, გვერდს არ აუვლიდა. 

საბოლოოდ, ბერკაიამ ვერ მოითმინდა ცოლისთვის მიყენებული შეურაცხყოფა და კამათი დაიწყო. ცნობისთვის, შაჰინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს. 

მოგვიანებით, თურქმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა. შეგახსენებთ, "ბლაუგრანამ" ის ისტამბულში გაანათხოვრა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გადავა ჩაკვეტაძე "ბარსელონაში" და მერე..."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით