ნეიმარი პაკეტას "მილანში" ტრანსფერს გამოეხმაურა

11-10-2018, 19:33

"პსჟ-ს" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი,ნეიმარ ჯუნიორი პაკეტას "მილანში" ტრანსფერს გამოეხმაურა.

"მედიით ვიცოდი, რომ ლუკასით სრამდენიმე ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული, მათ შორის "პსჟ", მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებული "მილანი" დარჩა და ვფიქრობ, მათ შესანიშნავი მოთამაშე დაიმატეს. დარწმუნებული ვარ, ლუკას ძალიან მალე გახდება ვარსკვლავი" - განაცხადა ნეირმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ  იტალიელებმა რამდენიმე საათის წინ "ფლამენგოდან" ახალ გაზრდა შუახაზელი  ლუკას პაკეტა 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

21 წლის ნახევარ მცველმა "ფლამენგოს" მაისური 57  მოირგო, მის ანგარიშზე 14 გოლი და  3 საგოლე გადაცემაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით