რონალდუ: "გასული სეზონი დაუვიწყარი იყო"

3-01-2019, 18:47

"იუვენტუსის" სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ როანდლუმ აპენინურ მედიაში განაცხადა, თუ რომელი წელი იყო თავის კარიერაში საუკეთესო.

"ჩემი მიზანი რეკორდების დამყარება არ არის, ამისთვის არ ვმუშაობ. ყველაფერი თავისით მოდის. საუკეთესო წელი ჩემს კარიერაში? უსიტყვოდ გასულ წელს დავასახელებ. 2018-ში გამოვიცვალე კლუბი და იმ ატმოსფეროშ გადმოვსახლდი, სადაც წალიან თბილად დამხვდნენ და ყველას ვუყვარვარ".

"დიახ, რთლად დავიწყე ახალი სეზონი, მაგრამ ეს იმის ბრალი იყო, რომ ესპანეთთან შედარებით იტალიაში უფრო ძლიერი მცველები თამაშობენ. გუნდები მეტად არიან გადართული დაცვაზე, ვიდრე სხვა საქმიანობაზე და არაფრის მომცემ დრიბლინგზე".

"არ ვიცი როდის დავასრულებ კარიერას, თუმცა მინდა, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო ამ თბილი კლუბისთვის. თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე. ნანის მსგავსად "სპორტინგში" დაბრუნდება? ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება".

"ნაკრები? სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან მცირეოდენი შესვენება, თუმცა 2019-ში აუცილებლად დავბრუნდები", - განაცხადა რონალდუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ემპოლის" მწრთვნელი: "მჭედლიძე სწორ გზაზე დგას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით