"პსჟ" რაბიოს აღარ ყიდის

11-10-2018, 20:47

კატალონიის "ბარსელონა" დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ანდრე რაბიოს დამატება. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელებს ეს ტრანსფერი არ გამოუვათ.

ფრანგული გამოცემა L’Equipe უკმაყოფილოა იმით, რომ "ბლაუგრანა" მისგან გვერდის ავლით ცდილობს ფეხბურთელთან დაკავშირებას. შესაბამისად, იგი ტრანსფერს ბლოკავს.

როგორც ცნობილია, "პსჟს" პრეზიდენტი მზად იყო 23 წლის ნახევარმცველი მომავალ ზამთარს გაეშვა კლუბიდან, თუმცა ზემოხსენებული ამბის გამო საბოლოოდ "ბარსასთან" გასამართი მოლაპარაკებები ჩაშალა.

შეგახსენებთ, რომ რაბიოს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში გასდის და სწორედ მაშინ შეეძლება ესპანურ გრანდს მისი დამატება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით