ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "დინამო" - "მანჩესტერ სიტი"

24-02-2016, 18:07

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც კიევის "დინამო" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჯო ჰარტმა პრესკონფერენცია გამართა. ინგლისელი გოლკიპერის აზრით, მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის პოტენციური ჩემპიონია. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ორ სეზონში "სიტი" ამ ეტაპზე "ბარსელონას" უპირისპირდებოდა. ორივე შემთხვევაში ესპანურმა კლუბმა შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა. ახლა ამ წყვილში უპირობო ფავორიტი "სიტია". მანჩესტერულ კლუბს მცირე ჩავარდნა აქვს. "ლესტერთან" და "ტოტენჰემთან" მარცხის შემდეგ მანუელ პელეგრინის გუნდი "ჩელსისთან" დამარცხდა ინგლისის თასის მატჩში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩილელმა სპეციალისტმა ძირითადი შემადგენლობა არ დააყენა სასტარტო თერთმეტეულში. "დინამოსთან" მატჩში "სიტი" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით წარდგება. "ქალაქელებს" კვირას ლიგის თასის ფინალი ელოდება "ლივერპულის" წინააღმდეგ და იქაც მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზება მართებს გუნდს. "გვჯერა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. ამისთვის აუცილებელია, რომ ნებისმიერ მატჩში გუნდმა მაქსიმუმი გააკეთოს და შედეგს აუცილებლად ვნახავთ". "მოდუნების დრო ნამდვილად არ გვაქვს, რადგან "სიტის" ორ ფრონტზე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პრემიერ ლიგაში უწევს ბრძოლა. ეს საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის". თავის მხრივ, მცირე კომენტარი გააკეთა "დინამოს" 41 წლის კაპიტანმა, ალექსანდრ შოვკოვსკიმ: "მერვედფინალში საკმაოდ რთულ მეტოქეს შევხვდით, "მანჩესტერ სიტი" ძალიან ძლიერი გუნდია". "თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიბრძოლებთ და "სიტის" პრობლემებს არ შევუქმნით. გუნდი მაქსიმალურადაა მობილიზებული და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ". მანუელ პელეგრინის საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს ვერ დაეხმარებიან კევინ დე ბრუინი, ფაბიან დელფი, სამირ ნასრი, ელიაკიმ მანგალა და ხესუს ნავასი. თუმცა ბაკარი სანია და ვილფრიდ ბონი შეძლებენ მატჩში მონაწილეობის მიღებას. "ზოგი თვლის, რომ ჩვენ მარტივი მეტოქე შეგვხვდა, თუმცა ასე ნამდვილად არ არის. "მანჩესტერ სიტი" 2011 წელს სწორედ კიევის "დინამომ" გამოაგდო ევროპა ლიგიდან. უკრაინელებმა ორი მატჩის ჯამში 2-1 დაგვამარცხეს", - განაცხადა ჰარტმა.

სავარაუდო შემადგენლობები

სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით