ტიაგო ალკანტარამ "რეალი" იუარა

12-10-2018, 12:10

ბუნდესლიგაში მოასპარეზე მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ პრესასთან მადრიდის "რეალის" ინტერესებსა და "სანტიაგუ ბერნაბეუზე" გადასვლაზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ "რეალიდან" მართლაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ იქ წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგანაც მე "ბარსელონას" აღზრდილი ვარ და ვიცი, თუ რა ურთიერთობაა ამ ორ გუნდს შორის".

"ჩემთვის კატალონიური გრანდი ძალიან ბევრს ნიშნავს და სწორედ ამიტომ "ბერნაბეუს" ბინადართა არც-ერთ შეთავაზებას დადებითად არ ვუპასუხებ", - განაცხადა ტიაგომ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის ალკანტარა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" აკადემიის აღზრდილია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით