პაკო ალკასერს "ბარსელონა" ვერ დაიბრუნებს

12-10-2018, 15:55

გერმანული პრესის ცნობით, "დორტმუნდი" პაკო ალკასერის თამაშით კმაყოფილია და მის გამოსყიდვას აპირებს. როგორც ირკვევა, "ყვითლების" ხელმძღვანელები შემტევის სანაცვლოდ, 23 მილიონ ევროს იხდიან. 

ალკასერმა ახალ სეზონში საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. ესპანელმა თავდამსხმელმა 200 წუთში 9 გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ მსგავსი რამ, მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელებს შეუძლიათ. 

სამწუხაროდ, კატალონიელებს ამ შემთხვევაში ხელები შეკრული აქვთ. მათ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა "ბორუსიამ" პაკოს ყიდვა არ გადაიფიქრა, რაც ახლანდელი გადმოსახედიდან შეუძლებლად გვეჩვენება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით