გატუზო: "ცუდი თვე გვქონდა, თუმცა ისევ ვიბრძვით"

28-12-2018, 20:19

მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "სპალთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მომავალ მატჩთან ერთად ბოლო დროინდელ წარუმატებლობებზეც ისაუბრა.

"მალდინისთან და ლეონარდოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს, თუმცა ვიცი, რომ ეს ალიბი არ არის და ხელმძღვანელობას შედეგი უნდა ვანახო, რათა ჩემს მაღალ კვალიფიციურობაში დარწმუნდნენ."

"დეკემბერი საკმაოდ ცუდი თვე იყო ჩვენთვის, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებას ვეცდებით. ხარისხი მეორე ხარისხოვანია, მთავარია ქულები მოვიპოვოთ. ვიცი, რომ ბიჭებს გამარჯვება შეუძლიათ და კრიტიკოსების გასაჩუმებლად ეს უნდა გააკეთონ."

"იგუაინი? სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი არ მსურს, თუმცა იმედი მაქვს იმდენ საგოლე შანსს მიიღებს, რამდენიც "ფროზინონესთან" ჰქონდა. ჩალჰანოღლუ საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მანამ, სანამ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ისიც ჩემთან ერთად იქნება." - განაცხადა რინომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით