შემოსვლიდან 14 წამში გატანილი გოლი - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ფინეთი დაამრცხა

12-10-2018, 22:13

დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე ფინეთს დრამატულ ბრძოლაში 1:2 მოუგო.

ანგარიში მასპინძლებმა მე-19 წუთზე გახსნეს, მამუჩაშვილის შეცდომას ლაპალაინენის გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა, ანგარიში 75-ე წუთზე ბექა მიქელთაძის პენალტის წყალობით გაათანაბრა.

86-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ირაკლი ბუღრიძემ, შემოსვლიდან რამდენიმე წამში გოლის გატანა მოახერხა და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.

იხილეთ ბუღრიძის მიერ გატანილი გოლი : 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით