ჩალჰანოღლუ: "ჩემი მომავალი გადაწყვეტილი მაქვს"

29-12-2018, 11:32

იტალიური "მილანის" თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ "DAZN"-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე და "სპალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"გერმანიაში დაბრუნება? "მილანში" ბედნიერი ვარ. აქაურობა მიყვარს და არსად წასვლას არ ვაპირებ".

"ახლა რთულ მდგომარეობაში ვართ. ბილია და ბონავენტურა ძალიან გვაკლია, თუმცა ვცდილობ მათი ადგილი შევავსო."

"სეზონს ყოველთვის აქვს დაღმასვლა და აღმასვლა. ახლა ეს ცუდი პერიოდი გვიდგას".

"ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამოვრჩებით, ამიტომ ჯერ მთელი გზა წინაა." - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით