ტიერი ანრი ისევ "მონაკოში"

13-10-2018, 12:37

საფეხბურთო კლუბ ''მონაკოში'' ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ბრუნდება, რომელიც 2016 წლიდან დღემდე ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტია.

როგორც Skysports- იტყობინება ''მონაკოს'' ხელმძღვანელებსა და ანრის შორის მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, მხარეები საბოლოო შეთანხმებას უახლოეს 48 საათში მიაღწევენ და 41 წლის ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილავთ.

მოგეხსენებათ,"მონაკომ" მიმდინარე  სეზონი ცუდად დაიწყო, გუნდმა ზედიზედ 10 მატჩი ვერ მოიგო. მათ ყველა ტურნირზე ამ სეზონის 12 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგეს (ნანტთან პირველ ტურში - 3:1). ეს 11 აგვისტოს მოხდა.
 
აქვე შეგახსენებთ,რომ ანრი მონაკოში 1994-99 წლებში თამაშობდა, 1996/97 წლების სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით