კაშია: "ჩვენ თქვენ გვჭირდებით"

13-10-2018, 13:03

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ანდორასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება.

"ანდორა ის გუნდია, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჩვენ მხოლოდ ამისთვის ვემზადებით. საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ, უახლოეს თამაშებში ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ვარიანტი დავამუშავეთ და იმედი მაქვს, ამ პრობლემას აღმოვფხვრით".

"ერთა ლიგის საწყის ტურებში მოპოვებული გამარჯვებები გულშემატკივარს ძალიან სჭირდებოდა, ყველას იმედი გაუჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, პირველ ადგილზე ვართ და უდავო ფავორიტებად ვითვლებით".

"ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოთამშეებისთვის. თითოეულ ჩვენგანს მათი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ანდორას წინააღმდეგ მატჩზეც მრავლად მოვლენ",-ციტირებს კაშიას GFF-ს ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ანდორას ნაკრებთა მატჩი დღეს, 13 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" თბილისის  დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის "ჯვაროსნები" ქვეჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით