ოფიციალურად: ტიერი ანრი უძლიერეს გუნდში იმუშავებს

13-10-2018, 16:30

"მონაკოს" ჩაბარების შემდეგ, 41 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული კლუბი ყოველთვის მის გულში იყო. 

"პირველ რიგში დიდი მადლობა "მონაკოს" იმისათვის, რომ მომეცა საშუალება, ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყო. ძალიან მიხარია, რომ ისევ "მონაკოში" ვარ. უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

მოუთმენლად ველი იმ წუთს, როცა ფეხბურტელებს შევხვდები და ვარჯიშებს დავიწყებთ. "მონაკო" ყოველთვის ჩემს გულში იყო!", - განაცხადა ანრიმ. 

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტიერის "ასტონ ვილასა" და "ბორდოსაც" უკავშირებდნენ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით