ქვილითაია: "კაჭარავას გამძლეობის იმედი მაქვს"

14-10-2018, 11:53

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, ერთა ლიგის მატჩამდე, საქართველოს ნაკრებს გიორგი ქვილითაია გამოაკლდა. ფეხბურთელმა ნაკრების მატჩისწინა შეკრებაზე მიიღო ტრავმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან, წინასამატჩო გადაცემაში ქვილითიამ საკუთარი მდგომარეობა და ნაკრებში შექმნილი ვითარება შეაფასა.

"მკურნალობა კარგად მიდის. სავარაუდოდ, 1 თვეში უკეთესი მდგომარეობა მექნება. ჩემი ექიმების აზრით, დეკემბერში უკვე ფორმაში უნდა ვიყო და თამაში შევძლო".

"შეიძლება ითქვას, რომ ნაკრებში ახლა თავდასხმა ყველაზე პრობლემატური პოზიციაა, რადგანაც, 3 ფეხბურთელიდან ორი ტრავმირებულია. იმედია, ლევან მჭედლიძე მალე დაუბრუნდება ნაკრებს, კაჭარავა კი შედეგიანად შეძლებს თამაშს",-განაცხადა ქვილითაიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით