ანდორას მწრთვნელი: "საქართველო ჯგუფის ფავორიტია"

14-10-2018, 12:09

უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა და ანდორა 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანდორის ნაკრების მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

"ქართველებმა ჩვენი სათამაშო ტაქტიკა თითქოს წინასწარ იცოდნენ, აქცენტს დაცვით ფეხბურთზე ვაკეთემდით და პერიოდულად კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა სამწუხაროდ, მაინც დავმარცხდით. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს".

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D დივიზიონის ფავორიტია. მგონია, საქართველოს შეუძლია ტრადიციულ შესარჩევ ეტაპზეც იყოს ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდი".

"საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია, ვიდრე ანდორა და მიზეზიც ეს იყო. შეიძლებოდა თამაში სხვა სცენარით წარმართულიყო, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ",-განაცხადა ალვარესმა.



  • SABA_AJAX
  • 14 ოქტომბერი 2018 22:38
exla gaiges sweat_smile sweat_smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით