კატალონიაში კარიერის ბოლომდე

14-10-2018, 12:15

როგორც Mundo Deportivo იუწყება, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მომავალ სეზონში არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

წყაროს ცნობით, ბარსელონას 31 წლის მესისთან, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების მინიმუმ ერთი სეზონით გახანგრლივება სურს.

"ბარსელონას" მენეჯერებს სურთ, რომ ლიონელ მესი კარიერის ბოლომდე მათი გუნდის ერთგული დარჩეს. ამ აზრს იზიარებენ არგენტინელის თანაგუნდელებიც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "ბარსა" არგენტინელი ვარსკვლავის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელსაც უწინაც უთქვამს, რომ ყოველთვის სურდა მთელი კარიერის ამ კლუბში გატარება.

კატალონიურ კლუბსა და თავდამსხმელს შორის კონტრაქტი გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მომავალი წლიდან დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით