ლორია: "კმაყოფილებას არ უნდა მივეცე და ვეცდები ასე გავაგრძელო"

14-10-2018, 12:26

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ანდორას ნაკრები 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ მატჩი შეაფასა და საკუთარი კარიერის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი თამაშიც კმაყოფილები ვართ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი შედეგი, რადგან მეკარისთვის ბევრს ნიშნავს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. თანაც, ოფიციალურ თამაშებში ზედიზედ 3-ჯერ რომ გოლს არ გაუშვებ ეს უფრო მეტია. ძალიან მიხარია, მაგრამ არ მინდა თვითკმაყოფილებას მივეცე. უნდა ვეცადო, რომ ასე გავაგრძელო".

"ახლა ისე მოხდა, რომ უგუნდოდ ვარ, მაგრამ დამაჯერებლობას რაც შეეხება, ნებისმიერ თამაშში ყოველთვის ვცდილობ, რომ გოლი არ გავუშვა.
მინდა, "დინამოს" დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ერთ თვეა ამ გუნდში ვვარჯიშობ. რაც შეეხება ახალ კლუბს, ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვარ", - განაცხადა ლორიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით