ჰუმელსმა მედიასა და ფანებს შეუტია

14-10-2018, 16:28

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა ჰოლანდიასთან მძიმე მარცხის შემდგომ მედიასა და ფანებს შეუტია.

"ისინი ძალიან ცუდად იქცევიან. გვერდზე დგომის ნაცვლად ჩვენს ყოველ მარცხს ელოდებიან და გვიტევენ."

"უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი ფეხის დაცდენა ყოველთვის მკაფიოდ გაშუქდება. მაგრამ, ეს ნამდვილი უპატივცემულობაა." - განაცხადა ჰუმელსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბუნდესნაკრები" გუშინ ანგარიშით 3:0 დამარცხდა. გარდა ამისა, ერთა ლიგის ორი მატჩიდან ჯერ გუნდს ერთი გოლიც არ აქვს გატანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით