დი მარია "პარი სენ-ჟერმენს" ტოვებს

14-10-2018, 20:00

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია იტალიაში გადაბარგებაზე ფიქრობს. 30 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა აგენტ ჟორჟე მენდეშის მეშვეობით "იუვენტუსს" აცნობა, რომ ტურინში გადასვლის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

დი მარიას ყოველთვის სურდა იტალიაში ძალების მოსინჯვა. გარდა ამისა, არგენტინელს ყოფილ თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის სურვილი კვლავ აქვს. დი მარია პარიზში ყველაფრით კმაყოფილია, თუმცა ნეიმარი-კავანი-მბაპეს ტრიოს გამო მას ხშირად ნახევარდაცვის ცენტრში უწევს თამაში.

"იუვენტუსი" ანხელ დი მარიას ტრანსფერის გაჩარხვას არ ჩქარობს, თანაც გავითვალისწინოთ არგენტინელის ფინანსური მოთხოვნებიც. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ნახევარმცველი "პარი სენ-ჟერმენში" წლიურად ჯამაგირის სახით ათ მილიონ ევროს იღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით