ვალვერდე "ბარსელონას" სეზონის ბოლოს დატოვებს

14-10-2018, 22:11

როგორც ესპანური გამოცემა Diario Sport იუწყება, კატალონიის "ბარსელონასა" და ერნესტო ვალვერდეს გზები სეზონის ბოლოს საბოლოოდ გაიყრება.

"ბარსელონას" ქომაგთა დიდი ნაწილი ბასკი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა. "ბლაუგრანა" ბოლო პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატში თამაშების მოგებას ვეღარ ახერხებს და კატალონიური გუნდის სათამაშო სქემაც აცდა გუნდის ზოგად ფილოსოფიას.

როგორც წყარო გვაუწყებს, მხარეები გარკვეულ დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და რაც არ უნდა მოხდეს, ვალვერდე 2019 წლის მაისში გუნდიდან წავა.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ამასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით